ფეხბურთი

18:58 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” გამარჯვებების გაგრძელებას ეცდება, “ატლეტიკო” – ნავსის გატეხვას

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურის 6 შეხვედრა გაიმართება. განსაკუთრებულ ინტერესს, “მალაგა” – “ბარსელონას” დაპირისპირება იწვევს. ნახსენები მატჩის გარდა, ჩემპიონი “ატლეტიკო” “ალმერიას” სტუმრობს, ხოლო “სევილია” შინ “სოსიედადს” მიიღევს. დღის ექვსივე შეხვედრაზე, პრევიუში ამომწურავად ვისაუბრებთ.


ალმერია – ატლეტიკო

დასაწყისი:
24 სექტემბერი, 22:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: ალმერია, “ესტადიო დე ლოს ჟუეგოსი”

საინტერესო დაპირისპირება შედგება ალმერიაში. მადრიდის “ატლეტიკო” იმ კლუბს დაუპირისპირება, რომელთანაც გასვლაზე თამაში სულ უჭირს. მოქმედმა ჩემპიონმა 4 შეხვედრაში უკვე 4-ჯერ დაკარგა ქულა და დღეს აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება. მადრიდელებს კვლავ არ ეყოლებათ მარიო მანძუკიჩი, რომელსაც ცხვირი აქვს გატეხილი. სხვა მხრივ, “როხიბლანკოს” შემადგენლობის მხრივ პრობლემები არ აქვს.
მატჩს კარგი განწყობით ხვდებიან ანდალუსიელები, რომლებმაც გასულ ტურში “სოსიედადი” დაამარცხეს გასვლაზე. ფავორიტი რასაკვირველია “ატლეტიკოა”, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ “ესტადიო დე ლოს ჟუეგოსი” მათთვის ძალიან უხერხული არენაა. ამ სტადიონზე გამართულ ბოლო 5 შეხვედრაში, 2-ჯერ მასპინძლებმა იმარჯვეს, ხოლო 3 მატჩი ფრედ დასრულდა. გასულ სეზონში, “ალმერიამ” 2:0 დაამარცხა “ატლეტიკო”.

სავარაუდო შემადგენლობები

ალმერია (4-2-3-1):
რუბენი, ხ.ნავარო, ტრახილიო, დოს სანტოსი, მანე, აზეზი, ვერზა, ჯონათანი, სორიანო, მენდეში, ჰემედი.
მწვრთნელი: ფრანცისკო როდრიგესი
დააკლდებიან: კორონა

ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, სიკეირა, გოდინი, მირანდა, ხუანფრანი, ტიაგო, სუარესი, გარსია, კოკე, გრიზმანი, ხიმენესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
დააკლდებიან: მანძუკიჩი


 ეიბარი - ვილიარეალი

დასაწყისი: 24 სექტემბერი, 22:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: ეიბარი, “ესტადიო დე მუნიციპალ იპარუა”

გასულ ტურში “ეიბარმა” დამაჯერებლად დაამარცხდა უშუალო კონკურენტი “ელჩე” გასვლაზე. 4 ტურში 6 ქულა ამ კლუბისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. ბასკები ყველაზე დაბალბიუჯეტიან გუნდად ითვლებიან ლა ლიგაში და ამის ფონზე ნორმალურად გამოიყურებიან. “ეიბარმა” შინ ერთი კარგი გუნდის – “სოსიედადის” დამარცხება უკვე მოახერხა, ვნახოთ რას იზამს მეორესთან..

“ვილიარეალმა” გასულ ტურში დიდებული ქამბექი შემოგვთავაზა, ”რაიო ვალეკანოს” ორბურთიანი სხვაობა ამოუქაჩა და 4:2 დაამარცხა. ვალენსიურ კლუბს ერთი წაგება აქვს და ისიც “ბარსელონასთან” შეხვედრის ბოლოს. “რაიოსთან” შეხვედრაში დუბლით გამოირჩა შეცვლაზე შემოსული ვიეტო, რომელიც დღეს ძირითადში იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ალბენტოსა, რ.ნავასი. ლილო, აბრაჰამი, ერასტი, დ.გარსია, კაპა, არუაბარენა, საული, ანხელი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო
დააკლდებიან: მანუ დელ მორალი, დიდაკ ვილა

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, მარინი, გაბრიელი, მუსაჩიო, რუკავინა, ტრიგეირაში, ბრუნო, ჩერიშევი, ესპინოსა, უჩე, ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი
დააკლდებიან: რუისი, დოს სანტოსი, ხ.კოშტა, იოკიჩი, დორადო, პერესი

რაიო ვალეკანო – ბილბაო

დასაწყისი: 24 სექტემბერი, 22:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი:მადრიდი, “ესტადიო დე ვალეკასი”

თითქოს ცუდად არ თამაშობს “რაიო ვალეკანო”, მაგრამ გუნდს რაღაც აკლია. შეტევაში არაფერი დაეწუნება, გოლებიც გააქვს და შედეგი მაინც არ ჩანს. ამის უმთავრესი მიზეზი დაცვის სისუსტეა. მადრიდელებს ბოლო 3 შეხვედრაში ორ გოლზე ნაკლები არ გაუტანიათ, მაგრამ მხოლოდ 1 ქულა მოიპოვეს. გასულ ტურში, “ვილიარეალთან” სულაც ორბურთიანი სხვაობით იგებდა, მაგრამ აქეთ დამარცხდა ორი ბურთით.
ცუდი პერიოდი უდგას “ბილბაოს”, რომელსაც 4 შეხვედრიდან 3 წაგება აქვს. წინა შეხვედრა ბასკებმა “ნიუ სან მამესზე” “გრანადასთან” წააგეს, ხოლო იქამდე ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოუგეს “შახტარს”. ვალვერდე ძალიან შეშფოთებულია გუნდის სათამაშო ფორმით და ფეხბურთელებს მეტი მუშაობისკენ მოუწოდებს, რათა დაძლეული იქნას ყველა პრობლემა. ვნახოთ, როგორ ითამაშებს დღეს ბასკური კლუბი..

სავარაუდო შემადგენლობები

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): კ.ალვარესი, ტიტო, კასტრო, მორსილო, ინსუა, ბაენა, ტრაშორასი, აკინო, ბუენო, კაკუტა, ბაპტიშტაო.
მწვრთნელი: პაკო ხემესი
დააკლდებიან: ამაია

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ბალენსიაგა, ლაპორტე, გურპეგი, დე მარკოსი, მ.რიკო, იტურასპე, მუნიაინი, ბენიატი, სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე
დააკლდებიან: იბაი, აკეთხე


 გრანადა – ლევანტე 

დასაწყისი: 24 სექტემბერი, 00:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: ალმერია, “ესტადიო ნუევო ლოს კარმენესი”

“გრანადამ” სეზონი მშვენივრად დაიწყო და ჯერ არ წაუგია. 4 მატჩში 8 ქულა ანდალუსიელთათვის მშვენიერი შედეგია. გასულ ტურში კაპაროსის შეგირდებმა “ბილბაო” დაამარცხეს გასვლაზე და დღეს იგივეს გაკეთებას “ლევანტესთან” აპირებენ. ვალენსიური გუნდი საშინლად გამოიყურება და დღევანდელი გადმოსახედიდან გავარდნის მთავარი პრეტენდენტია. “ბაყაყებს” ერთადერთი ქულა მეკარე ხესუსის კარგი თამაშის წყალობით აქვთ მოპოვებული.

სავარაუდო შემადგენლობები

გრანადა (4-4-2): რობერტო, ნიომი, ბაბინი, მურილიო, ფოლქიერი, ფ.რიკო, იესტე, ხ.კარლოსი, პიტი, სუკეში, კორდობა.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსო
დააკლდებიან: ლარსონი, როჩინა

ლევანტე (4-3-3): ხესუსი, როდასი, დ.ნავარო, ტონიო, ლოპესი, კამარასა, სიმაო, დიოპი, რ.გარსია, მორალესი, ბარალი.
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი
დააკლდებიან: რაფაელ მარტინსი, ივანშიცი, კარაბელასი, ხუანფრანი, ვინტრა


სევილია – სოსიედადი

დასაწყისი: 24 სექტემბერი, 00:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

შესანიშნავად დაიწყო სეზონი “სევილიამ” და 10 ქულით მესამე ადგილზეა მოკალათებული ლა ლიგის ცხრილში. უნაი ემერის გუნდი კარგ თამაშს აჩვენებს და მხოლოდ ქებას იმსახურებს. განსაკუთრებით კარგ ფორმაშია კოლუმბიელი ფორვარდი, კარლოს ბაკა, რომელმაც 4 შეხვედრაშ 4 გოლის გატანა მოახერხა. მშვენიერი სტარტი აიღეს ანდალუსიელებმა ევროპა ლიგაზეც, სადაც “ფეინოორდი” დაამარცხეს (2:0). გასულ ტურში, “სევილიამ” გასვლაზე “კორდობა” დაამარცხა და დღევანდელ მატჩშიც აშკარა ფავორიტია.
სან-სებასტიანელებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს - “ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო” ასე არის ზუსტად ბასკური კლუბის ამბავი, რომლებმაც მადრიდის “რეალის” დამარცხება მოახერხეს, მაგრამ სხვა შემთხვევაში ვერაფრით გამოიჩინეს თავი. ევროპა ლიგიდან გამოვარდა, “ეიბართან” წაგება და გასულ ტურში შინ “ალმერიასთან” შერცხვენა. ფაქტია, რომ “ანოეტას” ბინადარი ძალიან ცუდ დღეშია და დიდი ალბათობით დღესაც ძალზე გაუჭირდება წარმატების მიღწევა.

სავარაუდო შემადგენლობები

სევილია (4-2-3-1): რიკო, კოკე, პარეხა, კარისო, ტრემულინასი, მ’ბია, კრიჩოვიაკი, ა.ვიდალი, დ.სუარესი, ვიტოლო, ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი
დააკლდებიან: ბარბოსა, გამეირო, კრისტოფორო

სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, დე ლა ბელა, ი.მარტინესი, ელუსტონდო, ზალდუა, გრანერო, ბერგარა, კანალესი, პრიეტო, ველა, აგირეჩე.
მწვრთნელი: ხაგობა არესატე
დააკლდებიან: პარდო, ზურუტუზა, რული


მალაგა – ბარსელონა

დასაწყისი: 25 სექტემბერი, 00:00 სთ.
ჩემპიონატი: ლა ლიგა, მე-5 ტური
ადგილი: მალაგა, “ლა როსალედა”

ტურის ცენტრალური შეხვედრა “ლა როსალედაზე” გაიმართება, სადაც “მალაგა” ჩემპიონატის ლიდერ “ბარსელონას” დაუპირისპირდება. “მალაგას” ნორმალური სტარტი აქვს და 4 შეხვედრაში 5 ქულა აქვს მოპოვებული, მაგრამ 3 ტური აღარ მოუგია ანდალუსიურ კლუბს. უნდა ითქვას, რომ “მალაგას” მსაჯები დიდად არ სწყალობენ – 4 ტურში 3 გაძევებული მოთამაშე ამის ნათელი დასტურია. ხავი გრაცია განაგრძობს ყველას გაკვირვებას და გილერმო ოჩოას კვლავ არ ათამაშებს. “მალაგელები” გულშემატკივრებს დღეს ბოლომდე ბრძოლას ჰპირებიან, ვნახოთ რას მოახერხებენ “მედუზები” მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ..
“ბარსელონას” სტარტის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. 4-დან 4 მოგება, 11 გატანილი და არცერთი გაშვებული – ასეთია “ბლაუგრანას” შედეგები. გასულ შეხვედრაში, კატალონიელებმა უშანსოდ 0:5 გაანადგურეს “ლევანტე”. “მალაგასთან” შეხვედრა იოლი არ იქნება, თუმცა “ბარსასგან” ყველა გამარჯვებას მოელის. კატალონიელთა შემადგენლობაში მარტინ მონტოიასა და ხერარდ პიკეს გამოჩენას ელიან დღეს. წინა ხაზზე კი, პედრო-ნეიმარი-მესის ტრიო იმოქმედებს.

სავარაუდო შემადგენლობა

მალაგა (4-2-3-1): კამენი, როსალესი, ს.სანჩესი, ველიგტონი, არტუნეში, კამაჩო, დარდერი, ჰორტა, ლუის ალბერტო, ამრაბატი, სანტა კრუზი.
მწვრთნელი: ხავი გრაცია
დააკლდებიან: ტისონე

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, მონტოია, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, პედრო, ნეიმარი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
დააკლდებიან: მასიპი, ვერმაელენი, სუარესი


ირაკლი ალიმბარაშვილი

თეგებილა ლიგა
0.150154