“ბარსელონას” ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასის მსურველი “მანჩესტერ იუნაიტედის” 35-მილიონიანი შეთავაზებას ოფიციალური უარით უპასუხა. ესპანური გამოცემების ცნობით, კატალონურ კლუბს ფეხბურთელის გაყიდვა არ სურს, გაცილებით მეტიც რომ შესთავაზონ, მაგრამ ბრიტანელები გაჩერებას მაინც არ აპირებენ.
შეგახსენებთ, ახლახან, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმაც გააკეთა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი. ხერარდო მარტინომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ფაბრეგასი გუნდს სჭირდება.