კატალონიის “ბარსელონა” ნახევარმცველ სესკ ფაბრეგასს ზაფხულის სატრანსფერო სეზონში შეელევა. “მარკას” ინფორმაციით, “ბლაუგრანა” 27 წლის ნახევარმცველში 40 მილიონ ევროს ითხოვს.
“ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნის შემდეგ, კატალონიურ გუნდში წმენის შესახებ ინფორმაციებმა კიდევ უფრო იმატა. მოსალოდნელია, რომ “კამპ ნოუს” დანიელ ალვესი, ხავიერ მასკერანო და ალექსის სანჩესიც დატოვებენ.
რამდენადაც ცნობილია, ფაბრეგასის შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” დიდი ხანია დაინტერესებულია. სავარაუდოდ, კატალონიელი სწორედ “ოლდ ტრაფორდზე” განაგრძობს კარიერას.