კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” მცველის – დავიდ ლუისის გადაბირებას უახლოეს სატრანსფერო სეზონშიც ეცდება. Daily Mail-ის ცნობით, კატალონიელები 25 წლის ბრაზილიელის სანაცვლოდ 40 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდიან.
გასულ ზაფხულს, “ბარსელონა” ლუისის სანაცვლოდ “ჩელსის” 35 მილიონ გირვანქა სტერლინგს სთავაზობდა, მაგრამ უარი მიიღო. წლეულს, კატალონიელები წინადადებას 5 მილიონით გაზრდიან.
ცნობისათვის, ლუისს “არისტოკრატებთან” მოქმედი კონტრაქტი 2017 წლამდე აკავშირებს.