“ბარსელონა” ბრაზილიელ მცველ დანი ალვეშთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo იუწყება.
სამხრეთამერიკელს კატალონიელებთან კონტრაქტი 2015 წელს უმთავრდება, მაგრამ მისთვის ახალი ხელშეკრულება არ შეუთავაზებიათ. El Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადრე გავრცელებულ ხმებს, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში “ბარსელონა” გაყიდის ალვეშს, რომლის შეძენაც პსჟ-ს, “მონაკოს” და რამდენიმე ინგლისურ კლუბს სურს.