სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

23:31 | 20.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” და როსელი დამნაშავედ სცნეს

 კატალონური კლუბის ოფიციალური განცხადებით, შარშან ზაფხულს ნეიმარი “სანტოსიდან” “ბარსელონაში” 57 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ მოგვიანებით გამოვლინდა, რომ ამ სატრანსფერო საქმეში კიდევ 40 მილიონი იყო “ჩართული”. “ბოროტი ენების” მტკიცებით, ეს თანხა ბარსელონელთა მაშინდელმა პრეზიდენტმა სანდრო როსელმა ნეიმარის მამის კომპანიას ჩაურიცხა.

საბოლოოდ საქმე სასამართლომდე მივიდა და პროცესის დროს მოსამართლე პაბლო რუსმა “ბარსელონას” წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია. მისივე ვერდიქტით კატალონური კლუბი 9.1 მილიონ ევროს ჯარიმის სახით გადაიხდის, ამასთან, “როსელის საქმე” დასრულებული არაა და სასამართლო დარბაზში მოსმენები კიდევ გაიმართება.

0.093154