ფეხბურთი

13:01 | 15.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” და მესი ვერ თანხმდებიან

“ბარსელონას” ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ლიონელ მესისთან ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებას ვერ ახერხებს. ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელი წლიურ გასამრჯელოდ იმაზე 9 მილიონი ევროთი მეტს ითხოვს, რასაც კატალონიელები სთავაზობენ. ფეხბურთელის მამა და აგენტი ხორხე მესი კი ამ უზარმაზარ სხვაობას ისე აღუშფოთებია, რომ მოლაპარაკების პროცესის შეწყვეტაზე დაფიქრდა. სავარაუდოდ, მხარეები შედარებით მისაღები ვარიანტის მოსაფიქრებლად მოკლე პაუზას აიღებენ.

შეგახსენებთ, მესისა და “ბარსელონას” მოქმედ კონტრაქტს ვადა 2018 წელს ეწურება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მოილაპარაკეს, რომ ხელშეკრულების პირობებს გადახედავენ და ფინანსური თვალსაზრისით გაცილებით გაუმჯობესებულ კონტრაქტს გააფორმებენ.

მიმდინარე სეზონში ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 20 თამაში ჩაატარა, 15 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

0.105618