კატალონიური “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა, გუნდის მარცხენა მცველ ხორდი ალბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.
25 წლის ფეხბურთელს, კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2017 წელს ეწურება და Aშ-ის ცნობით, სუბისარეტა უმთავრეს ამოცანად, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ისახავს.
ალბა “ბარსელონაში” 2012 წელს, “ვალენსიადან” გადავიდა და გასულ სეზონში 26 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ახალ სეზონში კი, პრიმერა დივიზიონის ორივე შეხვედრა სრულად ჩაატარა.
ახლა კლუბი სერხიო რობერტოსთან კონტრაქტის 2019 წლამდე გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ასრულებს შეთანხმებას და მოლაპარაკებას აგრძელებს პედროსთან, რომლის კონტრაქტსაც ვადა 2017 წელს ეწურება. ალბას გარდა, სუბისარეტა რაფინიასთანაც აპირებს მოლაპარაკების დაწყებას.