ესპანელი ჟურნალისტების პროგნოზი, რომლის თანახმადაც კარლეს პუიოლი “აიაქსთან” გასამართ მატჩში ითამაშებდა, არ გამართლდა. “ბარსელონას” კაპიტანი ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრის განაცხადს მიღმა დარჩა.
კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა 20-კაციანი სია, რომლებსაც “აიაქსთან” გასამართი მატჩის 18-კაციან განაცხადში მოხვედრის შანსი აქვთ. ამ ფეხბურთელებს შორის ვერ მოხვდა პუიოლი, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია.