ფეხბურთი

15:46 | 30.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" აგუეროში 38 მილიონს იხდის

კატალონიის "ბარსელონა" მზადაა “მანჩესტერ სიტის" და არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ სერხიო აგუეროში 38 მილიონი ევრო გადაიხადოს. აღნიშნულ ინფორმაციას  sport.es ავრცელებს.

კატალონიელთა ახალ დამრიგებელ ლუის ენრიკეს კლუბის გაძლიერება სურს და "ბარსელონას" ხელმძღვანელობამ მანჩესტერელებს აგუეროს სანაცვლოდ პირველი შეთავაზება გაუკეთა. თუმცა, ესპანელებს ფეხბურთელის გადაბირება გაუჭირდებათ, რადგან არგენტინელი "სიტის" საკვანძო მოთამაშეა და "ქალაქელები" მას ადვილად არ დათმობენ.

გასულ სეზონში აგუერომ, რომელსაც ტრავმები აწუხებდა, ინგლისის ჩემპიონის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 28 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

2011 წელს "სიტიმ" არგენტინელი თავდამსხმელი მადრიდის "ატლეტიკოსგან" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. "ქალაქელებთან" ერთად აგუერომ პრემიერლიგა ორჯერ მოიგო.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119146