ფეხბურთი

20:09 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა” აგერს შეეშვა

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “ლივერპულის” მცველის – დანიელ აგერის შეძენას აღარ ცდილობს. ამის შესახებ კატალონიური გამოცემები იუწყებიან.

“ბლაუგრანას” ხელმძღვანელები პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფენ და ერთხმად აცხადებენ, რომ “ლივერპულთან” კონტაქტი არ ჰქონიათ. კატალონიელებს დანიელის შეძენა ზამთარში სურდათ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.

როგორც ირკვევა, “ბარსელონასთვის” პრიორიტეტული ტომას ვერმალენი (“არსენალი”) და მარკინიოსი (“პარი სენ-ჟერმენი”) არიან.

 

0.117809