კატალონიური “ბარსელონა”, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაცვის ხაზის უპირობოდ გაძლიერებას გეგმავს და ამჟამად, საკუთარი ძალები ინგლისის “ლივერპულიდან” დანიელ აგერის შეძენისკენ მიმართა.
ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ჩემპიონმა, 28 წლის დანიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, მერსისაიდელებს 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა, მაგრამ ინგლისელებისგან უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, ისინი ყურების ჩამოყრას არ აპირებენ და ახალ წინადადებას ამზადებენ.
The Guardian-ის ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა “წითლებისთვის” ახალი, ფინანსური თვალსაზრისით გაზრდილ წინადადებას ამზადებს, ზუსტი თანხის ოდენობა კი არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში, კატალონიელები ფრანგული პსჟ-დან ტიაგო სილვას, ხოლო ლონდონის “ჩელსიდან” დავიდ ლუისის შეძენას აპირებდნენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში უარი მიიღეს და აგერის შეძენა ბოლო იმედადღა რჩებათ.