კატალონიის “ბარსელონა” ვიქტორ ვალდესის შემცვლელს კვლავ აქტიურად ეძებს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, კატალონიელები “ლევერკუზენის” მეკარის – ბერნდ ლენოს შეძენითაც არიან დაინტერესებულნი.
“ბარსელონას” სიაშია კიდევ ერთი ახალგაზრდა გერმანელი მეკარე – “გლადბახელი” მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც, რომელიც თავის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. აქედან გამომდინარე, “ბლაუგრანა” ლენოზე გადაერთო და პრიორიტეტულიც სწორედ ლევერკუზენელთა მეკარეა.
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ლენომ სამი ჰიპიას გუნდის კარი 8 მატჩში დაიცვა.