ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კატალონიის “ბარსელონა” თავდასხმის ხაზის გაძლიერებას გეგმავს. Sport.es-ის ცნობით, “ბლაუგრანას” ინტერესთა სფეროში სერხიო აგუერი (“მანჩესტერ სიტი”) და რობერტ ლევანდოვსკი (“დორტმუნდი”) არიან.
საგულისხმოა, რომ ევროპული მედიასაშუალებები კატალონიურ გრანდს სერხიო აგუეროს სახელს დიდი ხანია უკავშირებენ. ერთი ინფორმაციით, “ბარსას” ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კლუბის ხელმძღვანელობას თავისი თანამემამულის შეძენაც კი სთხოვა.
ცნობისათვის, მიმდინარე სეზონში, ლევანდოვსკიმ 9 გოლი მიითვალა, აგუერომ – 8.