ფეხბურთი

14:55 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” პუიოლი დაუბრუნდა

 

კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა კარლეს პუიოლმა მუხლის მძიმე ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით წვრთნას შეუდგა. ამის შესახებ კატალონიური კლუბის “ტვიტერის” გვერდი იუწყება.

“ბლაუგრანას” სამედიცინო შტაბის პროგნოზით, 35 წლის ესპანელი მოედანს “ვალიადოლიდთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის მატჩში დაუბრუნდება. აღნიშნული შეხვედრა 5 ოქტომბერს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო, პუიოლმა უკანასკნელად მარტში, “მილანის” წინააღმდეგ ითამაშა. 

0.118626