ფეხბურთი

12:30 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” პუიოლი დაუბრუნდა

კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანმა უკანახაზელმა კარლეს პუიოლმა ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ El Mundo Deportivo იუწყება.

კატალონიელი ექიმების თქმით, შესაძლოა, 35 წლის მცველი “ბარსელონას” უახლოეს მატჩშივე დაეხმაროს. სადღეისოდ, პუიოლს ტკვივილები აღარ აწუხებს, მაგრამ ექიმები მაინც დიდი ყურადღებით ეკიდებიან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

შეგახსენებთ, რომ პუიოლმა მუხლზე ოპერაცია ზაფხულში გაიკეთა და მას შემდეგ, მოედანზე არ გასულა.

0.276022