“მალაგასთან” მოგებული თამაშის (3:0) შემდეგ, კატალონიის “ბარსელონას ერთდროულად 4 ფეხბურთელი დაუბრუნდა. ანდრეს ინიესტამ, კარლეს პუიოლმა, მარტინ მონტოიამ და ალექს სონგმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს.
ინიესტა “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრის შემდეგ უქმობს. მას ბოლო 4 თამაში გაუცდა, მაგრამ გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყება ნიშნავს, რომ 29 წლის ფეხბურთელი სრულ მზადყოფნაშია.
23 იანვარს “ლევანტესთან” გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო გუნდის კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა, მაგრამ ის სათამაშოდ უკვე მზადაა.
პუიოლის მსგავსად, მხოლო ერთი თამაში გამოტოვეს ალექს სონგმა და მარტინ მონტოიამ, რომლებიც “მალაგასთან” მატჩის განაცხადში მცირე დაზიანებების გამო ვერ მოხვდნენ.