ფეხბურთი

17:41 | 4.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” მუზეუმის მნახველთა რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა

 

1984 წელს გახსნილ საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” მუზეუმის დამთვალიერებელთა რიცხვმა 25 მილიონს გადააჭარბა.

კატალონიელთა ვებგევრდის ინფორმაციით, საიუბილეო მნახველი კლუბის ახალგაზრდა გულშემატკივარი აღმოჩნდა, რომელიც მუზეუმში ძმასთან და მამასთან ერთად მივიდა.

ბავშვებს სამახსოვროდ “ბარსელონას” მაისურები გადასცეს, ხოლო მთელი ოჯახი საყვარელი გუნდის უახლოეს საშინაო თამაშს “ნოუ კამპის” საპრეზიდენტო ლოჟიდან უყურებს, თან ფეხბურთელებსაც შეხვდებიან.

აქვე გეტყვით, რომ 2013 წელს “ბარსას” მუზეუმი 1510000-მა ადამიანმა დაათვალიერა.

0.124071