ფეხბურთი

23:48 | 14.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” მესი უბრუნდება

კატალონიის “ბარსელონას” ლიდერმა, ლეო მესიმ ტრავმა თითქმის მოირჩინა და მან გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მესიმ ტრავმა “ალმერიასთან” 2:0 მოგებულ შეხვედრაში მიიღო. არგენტინელი პირველ ტაიმში შეცვალეს. მარჯვენა ფეხის დაზიანების გამო, არგენტინელმა ვარსკვლავმა “სელტიკთან” და “ვალიადოლიდთან” გამართული თამაშები გამოტოვა. გარდა ამისა, ის არგენტინის ეროვნულ ნაკრებს პერუსთან 3:1 მოგებულ მატჩში ვერ დაეხმარა.

“ბარსელონას” მომდევნო თამაში 19 ოქტომბერს, “ოსასუნასთან” ელის და სავარაუდოდ, მესი ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

0.122337