ფეხბურთი

17:24 | 28.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსას” დეულოფეუს “დორტმუნდში” განათხოვრება უნდა

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიური “ბარსელონა” ახალგაზრდა შემტევის, ჟერარ დეულოფეუს გერმანულ “დორტმუნდში” არენდის წესით გაშვებას გეგმავს.

“ბარსელონა ბ”-ს 19 წლის ლიდერს, კატალონიელთა პირველ გუნდში თამაშის შანსი იშვიათად ეძლევა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, მან “ბარსელონას” შემადგენლობაში მხოლოდ 6 თამაში ჩაატარა. კატალონიურ კლუბში თვლიან, რომ ახალგაზრდა გარემარბს უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება ჭირდება და “ბარსელონას” გუნდში ის საკმარისი რაოდენობით დროს ვერ მიიღებს. ამიტომ, “ბარსამ” დეულოფეუს განათხოვრება გადაწყვიტა.

კატალონიური El Mundo Deportivo-ს ცნობით, დეულოფეუს არენდის წესით აყვანა “აიაქსს”, “სოსიედადსა” და “დორტმუნდს” სურთ. იმავე წყაროს ინფორმაციით, “ბარსას” პრიორიტეტი დეულოფეუს გერმანულ გუნდში გაშვებაა.

0.114494