ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის “ბარსელონა” “ნიუელზ ოლდ ბოიზის” კარის დარაჯის, ნაუელ გუზმანის დამატების საკითხს განიხილავს.
უკვე ცნობილია, რომ ერთი წლის შემდეგ, “ბარსას” ვიქტორ ვალდესი დატოვებს. კატალონიელები 31 წლის კიპერის შემცვლელს უკვე ეძებენ და Mundo Deportivo-ს ცნობით ერთ-ერთი კანდიდატი 27 წლის არგენტინელი ნაუელ გუზმანია.
კატალონიელთა ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ხერარდო მარტინო, აქამდე, სწორედ “ნიუელზ ოლდ ბოიზს” წვრთნიდა და მან გუზმანის შესაძლებლობები კარგად იცის.
ნაუელ გუზმანი “ნიუელზ ოლდ ბოიზის” სკოლის აღზრდილია. ის ამ გუნდში 2005 წლიდან თამაშობს. 2008-09 წლებში, გუზმანი “ინდეპენდიენტე რივადავიაში” იყო განათხოვრებული.