ლონდონის “ჩელსიში” ჟოზე მოურინიოს დაბრუნების შემდეგ, გუნდის ესპანელმა ფეხბურთელებმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს და არაა გამორიცხული, უახლოეს სატრანსფერო სეზონში, კლუბიც დატოვონ. Sport.es-ის ცნობით, კატალონიის “ბარსელონა” “ჩელსიში” მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით ადევნებს თვალს და ერთბაშად ორი ფეხბურთელითაც ინტერესდება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, საუბარია ფერნანდო ტორესსა და ხუან მატაზე. ტორესი ლონდონურ კლუბში მყარად ისედაც ვერ იყო დამკვიდრებული, მატა კი, გასულ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და წლეულს, სათადარიგოთა სკამზე უწევს დიდი დროის გატარება.
აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” მატასა და ტორესის სახელებს დიდი ხანია უკავშირებენ, თუმცა საუბრები ჭორის დონეზეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კარგი იქნება თუ ჰოფენჰაიმში გადავა ფოლანდის ადგილს დაიკავებს
წამო დინამოში

ისე, კარგი იქნებოდა DDDD
კუბა რომაში მინდა