კატალონიის “ბარსელონას” ნომერ პირველი სამიზნე პსჟ-ს ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარკინიოს გახდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კატალონიელებმა დავიდ ლუიზისთვის ბრძოლა სწორედ პსჟ-სთან წააგეს.
აქამდე არსებული ინფორმაციით, “ბარსას” დაცვის ცენტრში ადგილის დაკავების მთავარი კანდიდატი დავიდ ლუიზი იყო, მაგრამ პსჟ-მ კატალონიელებს გეგმები ჩაუშალა. თუმცა, ლუიზის მისვლის შემდეგ, პარიზულ გუნდში, დიდი ალბათობით, 20 წლის მარკინიოსის ადგილი აღარ დარჩება.
ახალგაზრდა ბრაზილიელმა უკანახაზელმა “ბარსელონას” ყურადღება 2013 წელს, “რომაში” წარმატებული სეზონის შემდეგ მიიქცია. თუმცა, კატალონიელებს მაშინაც პსჟ-მ აჯობა.