კატალონიის “ბარსელონამ” ლონდონის “ჩელსისთან” დავიდ ლუისის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები განაახლა. Daily Mail-ის ცნობით, ინგლისელები ბრაზილიელს 45 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებენ, მაგრამ ესპანელებს ფასის დაწევა სურთ.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, “ბარსელონას” ბრაზილიელში 35 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა სურს.
აღსანიშნავია, რომ ლუისის გარდა, “ბარსა” ვენსან კომპანისა და დანიელ აგერის ვარიანტებსაც განიხილავს.