ფეხბურთი

12:00 | 10.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” და ინიესტა კვლავ თათბირობენ

კატალონიის “ბარსელონას” ხელმძღვანელებმა და ანდრეს ინიესტამ ახალი კონტრაქტის შესახებ საერთო ენა კვლავ ვერ გამონახეს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, მხარეები ხელშეკრულების ხანგრძლივობაზე ვერ თანხმდებიან.

აქამდე, პრობლემა ფინანსური დეტალები იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, კლუბი და ფეხბურთელი წლიურ 12 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. ახლა, გასარკვევი ისაა, კიდევ რამდენ სეზონს ჩაატარებს ესპანელი “კამპ ნოუზე”. “ბარსელონა” ინიესტას კონტრაქტის 2018 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობს, თავად ფეხბურთელს კი, კატალონიაში დარჩენა 2019 წლამდე სურს.

ესპანურ მედიასაშუალებებს თუ დავუჯერებთ, მხარეები ახალ კონტრაქტს შობამდე გააფორმებენ.

0.121229