ფეხბურთი

20:41 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბარტრა 2017 წლამდე გაახანგრძლივებს

 

“ბარსელონა” და გუნდის 23 წლის ცენტრალური მცველი მარკ ბარტრა ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

15 იანვარს, დღეს, როდესაც ბარტრას 23 წელი შეუსრულდა, ცნობილი გახდა, რომ ის მიმდინარე სეზონის ბოლომდე მოქმედ კონტრაქტს 2017 წლამდე გაახანგრძლივებს. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი ევრო იქნება.

მარკ ბარტრა “ბარსელონაში” 2002 წელს, “ესპანიოლიდან”, 11 წლის ასაკში მივიდა. “ბარსას” პირველ გუნდში ის 2010 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში (14 თამაში, 1 გოლი) ფეხბურთელის კარგმა თამაშმა გუნდის ხელმძღვანელობას კონტრაქტის გაგრძელებისკენ უბიძგა.

0.120471