ჯანო ანანიძის თანაგუნდელი და პარაგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუკას ბარიოსი, მომდევნო სეზონს განათხოვრების წესით "მონპელიეში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. ბარიოსი ახალ კლუბში 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
დორტმუნდის "ბორუსიაში" სახელგანთქმულმა ბარიოსმა, რუსეთის პირველობის სასტარტო მატჩი მოსკოვის "სპარტაკის" რიგებში ყაზანის "რუბინის" წინააღმდეგ უკვე ჩაატარა. პარაგვაელი მოედანზე 82-წუთზე შევიდა და ერთი გოლიც გაიტანა. მოსკოველთა მაისურით ბარიოსმა სულ 20 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
გერმანულ გრანდში 29 წლის ფეხბურთელმა სამი სეზონი გაატარა და 102 მატჩში, 49 გოლთან ერთად 17 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. "დორტმუნდის" რიგებში პარაგვაელი ფეხბურთელი გერმანიის ჩემპიონი ორჯერ გახდა.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სპარტაკში ძიუბას ისე აქვს აკრეფილი ამას სასტარტოს არ გააკარებდა თამ მოვსესიანიც გამოჯამრთელდება რომელსაც ასევე სკამის ხეხვა მოუწევს
ეს ის ფეხბურთელია ლევანდოვსკის სკამზე რო ახეხინებდა რო არა ის ტრამვა კაცმა არ იცის როგორ წავიდოდა ლევანს კარიერა DD
მაგარი რეგრესია ისე, ტრანმვის მერე ასეც არ უნდა გაფუჭდე
ტრამვის მერე ძალიან მაგრად მოუკლო