აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს კრივში, რომელშიც 7 ქართველი სპორტსმენიც ჩაება, ერთადერთი ჩვენებურიღა შემორჩა.
64 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ზურა მექერიშვილმა საწყისი რაუნდების დაძლევის შემდეგ, შანსი არც ჯონ ლეონ სანჩესს დაუტოვა და კოლუმბიელი მოკრივე მერვედფინალში 7:3 დაამარცხა.
მეოთხედფინალში მექერიშვილის მეტოქე არგენტინელი ფაბიან მაიდანა იქნება, რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში ბელორუს აძინაევს 6:5 სძლია. მომავალი დაპირისპირება 30 აპრილს შედგება.
მერვედფინალში დაასრულა ასპარეზობა კიდევ სამმა ქართველმა ახალგაზრდამ. გიორგი გოგატიშვილმა (48 კგ.) ბელორუს კირილენკასთან 3:9 წააგო, ავთანდილ ჭუბაბრიამ (51 კგ.) ფარ-ხმალი რუს ვეტკინთან დაყარა – 3:13, ხოლო ზვიად სეხნიაშვილი (69 კგ.) გერმანელ რადოვანს ვერ გაუმკლავდა – 1:9.







