ფეხბურთი

15:42 | 7.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს “ინტერის” მორიგი სტუმრობა საქართველოში

აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი ბაქოს “ინტერი”, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეა, შეკრებას თბილისში გაივლის. ამის შესახებ, ინტერნეტგამოცემა azerisport.com-ი იუწყება.

მსოფლიოს 2014 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩების გამო, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში შესვენებაა და ამ პაუზის დროს, “ინტერი” საქართველოში მოემზადება, რაც ადრეც გაუკეთებია.

ცხადაძის შეგირდები თბილისს ორშაბათს მიაშურებენ და ამხანაგურ თამაშებსაც ჩაატარებენ, მაგრამ ჯერ მეტოქეები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ “ინტერში” 4 ქართველი ლეგიონერი: გიორგი ლომაია, ალექსანდრე იაშვილი, ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე თამაშობს. ეს უკანასკნელი, თბილისურ შეკრებას გამოტოვებს, რადგან სტუმრად ესპანეთის ეოვნულ გუნდთან სათამაშოდ, საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული.

 

0.121919