იტალიელი სპეცილიასტი ლუკა ბანკი, რომელიც ამჟამად ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკის” წვრთნის, მომავალ სეზონისთვის მილანის “ემპორიო არმანის” თავკაცი გახდება. Sportando.net-ის ცნობით, იგი ახალ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და სერჯიო სკარიოლოს შეცვლის, რომელიც მილანელებმა მაისის მიწურულს დაითხოვეს.
ცნობისთვის, ბანკიმ სიენელებს გასულ ზაფხულს მიაშურა და სიმონე პიანიჯიანი შეცვალა, მისი “მილანში” დანიშვნის შესახებ კი, ოფიციალური განცხადება იტალიის ჩემპიონატის მიმდიმარე ფინალური სერიის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
შეგახსენებთ, რომ ფინალში “მონტეპასკი” “ასეა რომას” ეთამაშება, 2 მატჩის შემდეგ კი, სერიაში ანგარიში 1:1-ია. დაპირისპირების მორიგი მატჩი 15 ივნისს სიენაში შედგება.