ფეხბურთი

12:13 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბანეგა, შესაძლოა, “სევილიაში” გადავიდეს

“სევილია” ევერ ბანეგას შეძენას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Marca ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, არგენტინელის ტრანსფერის ინიციატორი, სევილიელთა მთავარი მწვრთნელი უნაი ემერია, რომელიც ბანეგას “ვალენსიაში” წვრთნიდა და ფეხბურთელის შესაძლებლობებს კარგად იცნობს.

ჯერჯერობით, ბანეგა აღნიშნულ ტრანსფერზე საუბრისგან თავს იკავებს და მხოლოდ ის განაცხადა, რომ არგენტინაში დაბრუნება სურს. თუმცა, შესაძლოა, ემერის ფაქტორმა ევერს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.

თავის მხრივ, “ვალენსიას” ბანეგასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ სურს და მისი ხელფასისგან გათავისუფლებას ცდილობს, რომელიც წელიწადში 2.1 მილიონ ევროს შეადგენს.

გასულ სეზონში, ბანეგამ “ვალენსიას” შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, მოგვიანებით კი, “ნიუელს ოულდ ბოიზში” იჯარის წესით გადავიდა.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.137183