ევერ ბანეგა, რომელიც აქამდე “ვალენსიაში” თამაშობდა, არგენტინაში დაბრუნდა და “ნიუელს ოლდ ბოიზში” ითამაშებს. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ვალენსიას” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
25 წლის არგენტინელი, რომლის სატრანსფერო უფლებები “ვალენსიას” ეკუთვნის, ახალ გუნდში 2014 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს. მიმდინარე სეზონში, მან “ღამურების” რიგებში ესპანეთის პრიმერადივიზიონში და ევროპის ლიგაზე 20 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ერთი გოლის გატანის გარდა, ოთხი საგოლე პასი გააკეთა. სხვათა შორის, ბანეგასთვის განათხოვრება უცხო არაა. 2008-2009 წლების სეზონში, “ვალენსიამ” ის იჯარით მადრიდის “ატლეტიკოში” გაუშვა.