ფეხბურთი

12:13 | 8.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბანანი 12 ათასად

 

ესპანური “ვილიარეალი” საკუთარი გულშემატკივრების ქცევის გამო მკაცრად დაისაჯა.

27 აპრილს “ბარსელონასთან” 2:3 წაგებულ მატჩში კატალონელთა მცველ დანი ალვეშს ტრიბუნიდან ბანანი ესროლეს. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა ეს არ შეიმჩნია და “საჩუქარი” მოედანზევე მიირთვა, ესპანეთის ჩემპიონატის სპეციალურმა კომიტეტმა კლუბი 12 ათასი ევროთი დააჯარიმა.

AS-ის ცნობით, განიხილებოდა სტადიონის დისკვალიფიკაციის საკითხიც, მაგრამ კლუბი იმ ფაქტმა იხსნა, რომ გულშემატკივარი, რომელმაც ბანანი ისროლა მალევე იპოვნეს და დასაჯეს - მას სტადიონზე შესვლა აეკრძალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092371