იტალიური “მილანის” თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გუნდს უახლოესი 3 მატჩის განმავლობაში ვერ დაეხმარება. ამის მიზეზი დისკვალიფიკაციაა.
სერია A-ს მე-4 ტურში, “ნაპოლის” წინააღმდეგ გამართული მატჩი ბალოტელისთვის წარუმატებელი გამოდგა. მართალია, 23 წლის შემტევმა გოლი გიატანა, მაგრამ მისმა გუნდმა საკუთარ კედლებში წააგო, თავად ფეხბურთელმა კარიერაში პირველი თერთმეტმეტრიანი გააფუჭა და საფინალო სასტვენის შემდეგ, არბიტრთან შელაპარაკების გამო, წითელი ბარათიც მიიღო.
დღეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ბალოტელის საქმე განიხილა და ფეხბურთელს 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. ეს ნიშნავს, რომ მარიო “ბოლონიას”, “სამპდორიასა” და “იუვენტუსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.






