“მილანის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ ლონდონის “ჩელსის” თავაკცთან – ჟოზე მოურინიოსთან მუშაობის სურვილი ღიად გამოხატა.
“რა თქმა უნდა, მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაში კიდევ მსურს. “ინტერში” ყოფნის პირველ დღეებში, ჩვენს შორის არცთუ თბილი დამოკიდებულება იყო, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი დიდ პატივისცემაში გადაიზარდა. სადღეისოდ, ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ. ჟოზეს თავკაცობით თამაში მოსაწყენი არასდროსაა. მისი გუნდი ყოველთვის ოჯახივითაა”, - განუცხადა “როსონერის” მეგოლემ Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ ბალოტელი მოურინიოს ხელმძღვანელობით “ინტერში” თამაშობდა.