ფეხბურთი

21:10 | 28.09.2013 | ნანახია 0 - ჯერ

ბალოტელიმ მანჩინი გამოარჩია

იტალიური “მილანის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ რობერტო მანჩინიმ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ მწვრთნელთა შორის, რომელთა ხელმძღვანელობითაც უთამაშია.

“მანჩინი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია. მას უდიდეს პატივს ვცემ და მადლობელი ვარ იმის, რომ “ინტერში” ყოფნისას შანსი მომცა. “მანჩესტერ სიტიში”, მინდოდა ხშირად მეთამაშა, მაგრამ გუნდში 5 თავდამსხმელი იყო და მოედანზე გასვლის შანსი იშვიათად მეძლეოდა. ამიტომ იყო, “ქალაქელთა” რიგებში თავის სრულად წარმოჩენა რომ ვერ  შევძელი”, - განუცხადა ბალოტელიმ Goal-ს.

მოგეხსენებათ, ბალოტელი მანჩინის ხელმძღვანელობით “ინტერსა” და “სიტიში” თამაშობდა.

 


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:15 | 10.10.2018
BEERTRANCE (97819)

ყოველთვის ჩვენ რატო გვემართება, გუგლის რუკას მაინც არ დახედენ წინდაწინ?

13:45 | 10.10.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

უბრალოდ, ჩვენთან რომ საცობები არ არის, იფიქრეს ყველგან ასეაო

0.071338