სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:01 | 23.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი უდისციპლინობისთვის წელიწადში 2 მილიონს დაკარგავს

ცნობილი გახდა პირადი კონტრაქტის დეტალები, რომელიც ინგლისურ კლუბ “ლივერპულსა” და იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ მარიო ბალოტელის შორის გაფორმდა.

The Telegraph-ის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი ანაზღაურების სახით კვირაში 90 ათას გირვანქას მიიღებს და მისი შემოსავალი დამატებით 40 ათასი იქნება, თუ სამაგალითოდ მოიქცევა.

გამოდის, რომ კლუბის სახელის შეურაცხმყოფელი გამოხდომის შემთხვევაში, ბალოტელი წელიწადში 2 მილიონ გირვანქას დაკარგავს. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულ კლუბში გადასვლის სანაცვლოდ, მარიო ანაზღაურების შემცირებას დათანხმდა, რადგან “მილანსა” და “მანჩესტერ სიტიში” ის კვირაში 160 ათასს იღებდა. კონტრაქტი სამწლიანია და თუკი კლუბი მოისურვებს, შეთანხმება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.160519