ფეხბურთი

15:47 | 9.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი ტრავმირებულია

 

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მილანის” ფორვარდი მარიო ბალოტელი ტრავმირებულია. Sky Italia-ს ცნობით, “სკუადრა აძურას” შემტევი ერთ-ერთ ვარჯიშზე დაშავდა და საწვრთნელი პროცესი ნაადრევად დაასრულა.

ჯერჯერობით, ტრავმის სირთულე, უცნობია. უახლოეს პერიოდში, ბალოტელის ექიმები დეტალურად შეამოწმებენ და საბოლოო პასუხსაც იტყვიან. ერთი ინფორმაციით, თავდამსხმელს მუხლი აწუხებს, მეორენი კი, ამტკიცებენ, რომ ფეხბურთელს კუნთი აქვს დაჭიმული.

სადღეისოდ, ბალოტელის თამაში დანიის ნაკრების წინააღმდეგ, სათუოა.

0.101836