ფეხბურთი

0:18 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი, შესაძლოა, “მონაკოში” აღმოჩნდეს

მინო რაიოლა, რომელიც იტალიური “მილანის” ფორვარდ მარიო ბალოტელის აგენტი გახლავთ, მზადაა, ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ ფრანგულ “მონაკოსთან” მოლაპარაკებები დაიწყოს.

ბალოტელი “მილანში” 2013 წლის იანვარში გადაბარგდა და თავდაპირველად, გუნდის ლიდერადაც მიიჩნეოდა, თუმცა, ბოლო პერიოდში პრესის და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქარ-ცეცხლის ქვეშ მოექცა. მიზეზი ნათელია – გუნდის და თავად ფორვარდის არადამაჯერებელი თამაში.

რაიოლა მზადაა ბალოტელის ტრანსფერის შესახებ “მონაკოს” წინადადების განხილვა დაიწყოს.

0.124165