“მილანსა” და “პალერმოს” (2:0) შორის გამართული შეხვედრის გმირი მარიო ბალოტელი თამაშის შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისი გუნდი მე-2 ადგილზე გადასვლას მომდევნო კვირაში მოახერხებს.
“მილანის” გარდა, 30-ე ტურში “ნაპოლიმაც” მოიგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნეაპოლელებმა მე-2 ადგილი შეინარჩუნეს, ხოლო მილანელები კვლავ მე-3 პოზიციაზე არიან. თუმცა, ბალოტელი თვლის, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში შეიცვლება.
“ეს მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. “ბარსელონასთან” გამართული მატჩი ჩვენთვის წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ გუნდმა გონს მოსვლა მოახერხა.
3 ქულა “ნაპოლიმაც” აიღო? ეს ტრაგედია არაა. ნეაპოლელებს მომდევნო კვირაში დავეწევით. საჭიროა, მუშაობა განვაგრძოთ. შესაძლოა, ამ ეტაპზე, “ბარსელონას” დონეზე ვერ ვთამაშობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კატალონიელებთან გათანაბრება შეგვიძლია.” – აცხადებს “პალერმოს” კარში 2 გოლის გამტანი მარიო ბალოტელი.