ფეხბურთი

13:37 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი “მილანში” რჩება

 

“მილანის” ფორვარდმა მარიო ბალოტელიმ განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. 23 წლის თავდამსხმელისთვის პრიორიტეტული “როსონერიში” თამაშია.

“პრესაში, ჩემზე გამუდმებით რაღაცას წერენ. ამ ინფორმაციებიდან სიმართლეს არცერთი შეესაბამება. პსჟ-ში გადასვლა გამორიცხულია”, - განუცხადა ბალოტელიმ აპენინურ მედიას.

ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, ბალოტელიმ “მილანის” მაისურით 16 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი მიითვალა.

0.115763