ფეხბურთი

11:42 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი “იუვენტუსთან” საეჭვოა

“მილანი” სერია A-ს 26-ე ტურის მატჩს “იუვენტუსის” წინააღმდეგ, სავარაუდოდ, თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გარეშე ჩაატარებს. იტალიური პრესის ცნობით, ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და 2 მარტს დაგეგმილ შეხვედრაში მისი მინდორზე გასვლა საეჭვოა.

მარიო ბალოტელიმ “ატლეტიკოსთან” 10 დღის წინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში (0:1) მხარი იტკინა და მას შემდეგ სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს.


0.116817