ფეხბურთი

21:47 | 23.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი და მონტოლივო 1/2-ფინალში საეჭვონი არიან

შესაძლოა, იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა მარიო ბალოტელიმ და რიკარდო მონტოლივომ კონფედერაციის თასის 1/2-ფინალური მატჩი გამოტოვონ. აპენინური პრესის ინფორმაციით, ორივე მათგანს ტრავმები აწუხებს.

მონტოლივომაც და ბალოტელიმაც მცირე დაზიანებები ბრაზილიის ნაკრებთან მატჩში (2:4) მიიღეს. ნახევარმცველს ტვინის მსუბუქი შერყევა აქვს, თავდამსხმელი კი, მატჩის შემდეგ კოჭლობდა და ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა 1/2-ფინალში თამაშს.

შეგახსენებთ, რომ კონფედერაციის თასის 1/2-ფინალური მატჩები 27 ივნისს ჩატარდება.

 

0.120668