“მანჩესტერ სიტიდან” “მილანში” გადასული თავდამსხმელი მარიო ბალოტელი თავისი არჩევანით ძალიან კმაყოფილია. ამის შესახებ მან CNN-თან ისაუბრა.
“ბედნიერი ვარ, რომ ინგლისიდან წამოვედი. ახლა ოჯახის და მეგობრების გვერდით ვარ. შემიძლია პირად ცხოვრებაზეც უკეთ ვიზრუნო, ვიდრე ამას ადრე ვაკეთებდი. ბევრს ჰგონია, რომ გიჟი ვარ. არადა ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, რომელსაც ქალები და სწრაფი ავტომობილები უყვარს. ამაში მგონი არანორმალური არაფერია”, – განაცხადა ბალოტელიმ.