იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, მარიო ბალოტელის ვერ გაუგია, რატომ ვერ ახერხებდა ის ჩეხეთთან გამართულ მატჩში მეტოქის კარის დალაშქვრას.
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, ბალოტელიმ ჯერ ბურთი ძელს მოარტყა, შემდეგ კი, რამდენიმე ეპიზოდში, ჩეხის ბარიერი ვერ დასძლია. საბოლოოდ, იტალიელმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა მაინც მოახერხა. ბალოტელიმ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და გუნდს 2:1 მოგებაში დაეხმარა.
“მსგავსი რამ არასდროს მომსვლია. არ მიმართლებდა, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებდი.
გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი. ასეთ კარგ დახვედრას არ ველოდი. მადლობა მათ.” – აცხადებს ბალოტელი RAI Sport-თან საუბრისას.