კალათბურთი

18:33 | 30.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალკანელი არმიელთა მწვრთნელად

 ჩვენი ქვეყნის ექსჩემპიონ “არმიაში” წინასასეზონო ცვლილებების თაობაზე მუდმივად საქმის კურსში გაყენებთ. გუნდი საქართველოს ნაკრების წევრობის კანდიდატმა ბესიკ ლეჟავამ დატოვა, სამაგიეროდ არმიელთა რიგებს ფორვარდი მიხეილ ბერიშვილი და უკანახაზელები თეიმურაზ ბაბუნაშვილი და ბუბა კვიმსაძე დაიცავენ. დღეს კი “მსოფლიო სპორტმა” სარწმუნო წყაროდან შეიტყო, რომ ახალი სეზონიდან “არმიაში” მაღალკვალიფიცირებული ბალკანელი მწვრთნელი იმუშავებს. ერთი სიტყვით, გასული სუპერლიგის ბრინჯაოს პრიზიორი “არმია” უწინდელი პოზიციის დასაბრუნებლად იზრუნებს.

თეგებიარმია
0.115421