რუბრიკა “ერთგულების” მორიგი სტუმარი, “მილანის” სახელოვანი კაპიტანი ფრანკო ბარეზია. იტალიელმა ლიბერომ, მსოფლიო გრანდის კაპიტნის სამკლავური პაოლო მალდინის გადაულოცა და მანაც არაფერი დაიშურა, რათა წინამორბედის ყველა რეკორდი გაეუმჯობესებინა. ბარეზი “სკუადრა აძურას” რიგებში ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი (1982) გახდა, ერთხელ კი, ფინალში დანიშნული პენალტების სერიის მის მიერ გაცუდებული დარტყმის გამო, მხოლოდ ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა (1994).
ფრანკო ბარეზი
ამპლუა: მცველი
ეროვნება: იტალიელი
სეზონი კლუბში: 20
მატჩი კლუბში: 697
ტიტული: 19. მათ შორის:
იტალიის სერია A - 6 (1979, 1988, 1992, 1993, 1994, 1996);
იტალიის სუპერთასი - 4 (1988, 1992, 1993, 1994);
უეფას ჩემპიონთა ლიგა - 3 (1989, 1990, 1994);
უეფას სუპერთასი - 3 (1989, 1990, 1994);
საკონტინენტთაშორისო თასი - 2 (1989, 1990);
მიტროპის თასი - 1 (1982).
ცნობილთა ციტატები
სილვიო ბერლუსკონი (“მილანის” მფლობელი) : “გავყიდოთ ბარეზი - იგივეა, რაც გავყიდოთ “მილანის” დროშა”.
ჰანს-პეტერ ბრიგელი (გერმანელი ფეხბურთელი და მწვრთნელი): “ჩემი აზრით, იგი ევროპის საუკეთესო ლიბეროა. ბარეზი სწრაფი, ჩინებული ტექნიკის მქონე ფეხბურთელი და გუნდის უზადო დირიჟორია”.
პაოლო მალდინი (ბარეზის მემკვიდრე კაპიტნის პოსტზე): “ძალიან გამიმართლა, რომ კარიერის უმეტესი ნაწილი ისეთი ფეხბურთელის გვერდით გავატარე, როგორიც ბარეზი იყო”.
“მილანის” ძირითად შემადგენლობაში გატარებულმა არასრულმა ოცმა წელმა (მათგან 15 - კაპიტნის სამკლავურით), ფრანკო ბარეზი მარტო “სან სიროს”, ან კალჩოს კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდად აქცია. იგი ხატი, სრულყოფილება გახდა, რომელსაც ვერ მიაღწევ - მისკენ ადამიანი მხოლოდ უნდა ისწრაფვოდეს.
14 წლის ფრანკო, ორი წლით უფროსი ძმის, ჯუზეპეს კამპანიაში, ბავშვობის საყვარელ “ინტერში” სინჯებზე მივიდა. თუ ძმას ნერაძურელობა 16 სათამაშო წლით (1976-1992) მოუწია (ჯუზეპე ბარეზი, შავ-ლურჯებში ახლაც მწვრთნელად მუშაობს), ფრანკოს სუსტი აღნაგობის მიხედვა “გამოუწერეს” და ურჩიეს, თუ ფეხბურთის თამაში გინდა - შედარებით “უწყინარი” კლუბი მონახეო.
უმცროსი ბარეზის წარუმატებელ კასტინგს შემთხვევით წაესწრო ინგლისის ნაკრების ახლანდელი თავკაცის, ფაბიო კაპელოს ასისტენტი იტალო გალბიატი. იგი იმ პერიოდში, რომელიმე მილანური გრანდიდან ერთ-ერთის თავკაცობისაკენ არცთუ იოლ გზას ადგა. სწორედ გალბიატიმ გაუწია ფრანკოს პროტექცია გუნდში, რომლის მაისურით, ჩვენმა გმირმა 6 “სკუდეტო” და 3 უეფას ჩემპიონთა თასი მოიპოვა.
ბარეზის, 11 წლისას დედა გარდაეცვალა, გარკვეული ხნის შემდეგ კი, ავტოკატასტროფაში მამა დაეღუპა. ძმებთან და დებთან ერთად (სულ ხუთნი იყვნენ), ფრანკოს ბავშვთა პანსიონში გადაბარგება მოუწია. იტალო გალბიატის შუამდგომლობით, “მილანი” მისი ახალი ოჯახი გახდა.
ნილს ლიდჰოლმის გაწვრთნილი “მილანის” ძირითადში, ბარეზი 18 წლის ასაკში მოხვდა. ეს მერე გახდა იგი “მეფე” ფრანკო, თორემ “როსონერის” ბანაკის გასული საუკუნის 70-80-იანების გასაყარის მხედართმთავრებმა (მწვრთნელებში არ აგერიოთ) კაპელომ, რივერამ, ალბერტოზიმ და მორინიმ “პისცინინ” შეარქვეს, რაც ლომბარდიული დიალექტიდან თარგმნილი ჩვენებური “ბალღის” ტოლფასია. ამ თიკუნში, ნახსენებ “ვარსკვლავთა” მხრიდან ქედმაღლობის ნიშანიც არ იყო. ამით ისინი, მძიმე ბავშვობისა და ნათელი მომავლის მქონე მოზარდისადმი განსაკუთრებული, მამა-შვილური დამოკიდებულების გამოხატვას ცდილობდნენ.
ბარეზის ნებისმიერი კარიერული თუ ცხოვრებისეული პრობლემა, მისსავე მიღწევების ფონზე აქტუალურობას კარგავს. არადა, სწორედ მაშინ შეიძლება ამ ფეხბურთელის სიდიადის შეგრძნება, როცა კაცმა სრულად იცი, რა ბარიერების გავლა მოუწია ფრანკოს. თუმცა, უმრავლესობისთვის ცნობილი ბარეზის განვლილი ცხოვრების სამწუხარო ნაწილი, მხოლოდ “ინტერში” ვერმოხვედრის ზემოთ ნახსენები ისტორიით შემოიფარგლება. ფრანკოს გაცნობის ამ ეპიზოდს, როგორც წესი, ნაკრებში და კლუბში მოპოვებული მედლების ჩამონათვალს მოაყოლებენ ხოლმე და ბოლოს, “მილანიდან” მისი წასვლის შემდეგ, ბარეზისეული “6”-ანის ხმარებიდან ამოღებას დაურთავენ.
ტროფეული წარმატებები 80-ანების ბოლოდან მოვიდა. ათწლეული კი, სერია B-ში ორჯერადი დაქვეითებით (1980/1981, 1982/1983) დაიწყო. პირველი დაღმასვლა დისციპლინარული (გარიგებულ მატჩებში მონაწილეობსათვის) ხასიათისა იყო, მეორე კი, სწორედ ბარეზის არყოფნის შედეგი გახლდათ. დიახ, 21 წლის ფრანკო, “მილანში” შეუცვლელი ფიგურა გახლდათ.
უხილავმა ვირუსმა, მარტო მწყობრიდან კი არ გამოიყვანა ფეხბურთელი, არამედ ინვალიდის ეტლს მიაჯაჭვა. ფრანკოს მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, ექიმები კი მხოლოდ ხელებს შლიდნენ. კულუარებში ავთვისებიან სიმსივნეზე ალაპარაკდნენ. საბედნიეროდ, სენმა ისევე მოულოდნელად დაიხია უკან, როგორც მოვიდა. ბარეზი ფეხზე დადგა, მინდორზე გავიდა და ერთ წელიწადში “მილანი” სერია A-ს დაუბრუნა.
სკოლის ასაკშივე დაობლებული ბარეზი, მყარი და ბედნიერი ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა. იგი ადრე დაოჯახდა, მაგრამ მამა მხოლოდ 31 წლისა გახდა. მეუღლე მაურა დიდხანს არ ფეხმძიმდებოდა, მერე კი, რამდენიმეჯერ, “უდღეურებიც” გააჩინა. 1991 წლის იანვარში, როცა ფრანკოს და მაურას ბოლოს და ბოლოს ედოარდო შეეძინათ, იტალიაში ბარეზების ახალდაბადებული ვაჟის კანის ფერზე ქირქილობდნენ. ყვითელი პრესის მიერ გავრცელებული და ყველაფერზე წამსვლელი “ტიფოზების” ატაცებული ხმები, ხაზს ედოარდოს სიშავეს უსვამდნენ. ოჯახური ბედნიერების პიკზე მყოფ ფრანკო ბარეზის, ტრიბუნებზე მისი ოჯახის შეურაცხმყოფელი ბანერების ხილვა უწევდა. ზოგს მისი ბიოლოგიური მამობა აეჭვებდა, ზოგი - მაურას “კაიქალობას” აკრიტიკებდა. ბარეზი ძალიან დიდხანს ოცნებობდა საკუთარ ბავშვზე, რომ ტრიბუნებზე მყოფი ჭკუასუსტების რეპლიკებისთვის ყურადღება მიექცია. რამდენიმე წელიწადში, მაურასთან ერთად მოსკოვში ჩავიდა და 2 წლის ვაჟი იშვილა, რომელსაც სახელად ჯანანდრეა დაარქვა.
ბარეზის ხშირად მოსდიოდა უკმაყოფილება მწვრთნელებთან და თვით სილვიო ბერლუსკონისთან. იგი ბეარზოტისაც ექიშპებოდა, რომელიც მას “სკუადრა აძურაში” ნახევარდაცვაში ათამაშებდა (ლიბეროს პოზიციაზე გაეტანო შირეა ასრულებდა კარიერას), საკამათოს ხდიდა არიგო საკის მიერ პარმიდან წამოღებული მრავალსაათიანი სასწავლო ვიდეოკასეტების ყურების საჭიროებას. ბოლოს, 1987-ში, ფრანკო “მილანის” დატოვებასაც კი აპირებდა ბერლუსკონის ნოვატორული ეკონომიური პოლიტიკის გამო. სილვიოს მიაჩნდა, რომ ფეხბურთელმა ფული მხოლოდ მოგების შემთხვევაში უნდა მიიღოს, წაგების შემდეგ კი, დაჯარიმდეს.
შიდა და გარე ასპარეზზე წარმატებულმა გამოსვლებმა, “მეფე” პრეზიდენტთან შეარიგა, მაგრამ მწვრთნელთან ურთიერთობაში ხინჯი მაინც დარჩა. უმეტესწილად, საკისა და ბარეზის შორის გაჩაღებული “ცივი ომის” გამო, ბერლუსკონი იძულებული გახდა მწვრთნელი დაეთხოვა (1991). თუმცა საკისთან საბოლოო განშორებამდე ჯერ კიდევ შორს იყო. მისი ხელმძღვანელობით ბარეზიმ აშშ-ში გამართული 1994 წლის მუნდიალი ითამაშა, რომლის ფინალი, აძურელებმა ბრაზილიასთან მატჩისშემდგომ პენალტებში (ერთ-ერთი ბარეზიმაც გააცუდა) წააგეს. მეტიც, სწორედ არიგო საკი იყო “მილანის” თავკაცი “მეფე” ფრანკოს მიერ ბოლო ოფიციალური მატჩის გამართვისას - 1997 წლის 1 ივნისს. ამ დღეს, ლეგენდარული კაპიტანი 37 წლის და 3 კვირისა იყო.
ბარეზი გენიოსად არ დაბადებულა. მან მისი გენიალურობა კარიერის განმავლობაში “გამოიმუშავა” და სწორედ ამაშია მისი უნიკალურობა. ბედი ხშირად ახსენებდა ჩვენს გმირს, რომ მის იმედად ყოფნა არას არგებდა - იგი ხშირად და მტკივნეულად ურტყამდა ფეხბურთელს, მაგრამ ბარეზი ამით მხოლოდ ძლიერდებოდა. სწორედ ამიტომაა “მეფე” ფრანკო ცოტათი მეტი, ვიდრე საფეხბურთო ლეგენდა.
ფრიდონ კერვალიშვილი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვალენსია განწირული ჩანდა, მაგრამ რომ არა გაძევება: დიასი (103), საურო (105). ღმერთმა უწწის როგორ დამთავრდებოდა ეგ თამაში
arturi-baierni აქ არი თუ არა ვინმე ბაიერნის ბალეშიკი ყველა ლაპარაკობს რეალის სიბულკეზე, და თითქოს ბაიერნი მართლა მანქანაა, არადა წელს არაა მანქანა.
არა ბრატ თანაბარი შანსები აქვთ
psycho
იოლად გავივლითო ეგრე გეწერა ძმა ვნახოთ რა გამოვა ისე შენს პლიუსებ და ბავარიის მინუსებზე რომ ამახვილებ ყურადღებას პირიქითაც თუ იმსჯელებ კარგი იქნება რეალსაც აქვს მინუსები და ასევე ბავარიასაც აქვს ბევრი დადებითი მარტო უარყოფითზე როგორ ბაზრობ
arturi-baierni არა, აქ იოლად არავინ გავარდება, მე პირადად ბაიერნის დაცვა მახარებს ამ შემთხვევაში,რომელიც ვერ მივა ვერც ჩელსისთან და ვერც ატლეტიკოსთან თორე მეტი არაფერი. პროსტა წელს ძაან სუსტია დაცვა და თან ბაიერნიც ბარსას პონტში თამაშობს
მთავარია მსაჯი არ დაგეხმაროთ
))
ბავარია 2-1 რო ცააგოს სახლში გასვლაზე გადაუვლიან მეოდება რახაც რეალი გაჯირვებული გუნდი ფინალში არ არის გასული რამდენიხანია ლიგის მოგებას თავი რო გავანებოტ
DDDDDDDDDდდ
alcantara ჯოზეს და გვარდის დაპირისპირებაში გვარდის 5 თამაშიდან არცერთი მოგება არ ჰქონდა, 3 წაგება და 2 ფრე, ბოლო წააგო და თან დატოვა ბარსა, შენ რაგაც სხვა სტსტისტიკა გაქ
ხო კაი -_-
3 ტიტულის მეტი ვერ მოიგო რაც რეალში იყო როგორ ლაპარაკობთ მაგას ჩემამდე არ დადის მაურინიოს გვარდიოლასთვის ბერნაბეუზე რაც რეალში იყო 1 თამაშზე მეტი არ აქვს მოგებული მოიძიე სტატისტიკა და ნახე
psycho
მესმის შენი ძმა მაგრამ იმაზე არ გიფიქრია რომ ასევე იოლად გავარდეთ D
არავინ არ არის ჯერ გასული თანაბარი შანსები აქვთ ორივეს ვნახოთ იღბალი ვის მხარეზე იქნება ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა
რთული იქნება მაგრამ პირველ თამაშში გოლი არ უნდა გაუშვან კასოს იმედზე ვარ
arturi-baierni მართლა თუ დამიჯერებ ყველაზე მეტად ბაიერნი მინდოდა, იმიტო რო მაგას უფრო იოლად გავცდებით და რეალი ფინალებს არ აგებს
)))
ატლეტიკოს ლიგის მოგებაზე 4.75 აქვს ბვინზე და ჩელსის 5.75 ღადაობენ ტოო?
:დდდ
ძაან კაი...
გამოაბუნძულებს ატლეტიკო აგერ ნახავ
განმეორებითი სახში რომ გვაქ ეგ კარგია
იმაზე ვღადაოB ნააადრე. ფიNალს რო წერენ რეალი ბავარიაზე არადა მთელი მსოფლიო ბავარიის მომგებად მხოლოდ ჩელსის ასახელებს
შეიძლება მართალიც იყო
alcantara კაი რა მაგ 5-0 ის მერე ჟოზე აწოვებდა გვარდიოლას, რატო მაგას არ ამბობთ?
ბერნაბეუზე 1 თამაში მოუგო მაურინიომ რაც რეალში იყო რომელ მოწოვებაზე ლაპარაკობ -_-
რეალი გავა! აი ნახავთ. ჩელსი შეიძლება გავიდეს მარა ფინალში დედა ***!!!!!!!!!
ლიგის სტატიაზე გადმოდით ყველა,პირველ გვერდზე
ოკეი DDDDDD
psycho
შენ ასეთ ლაარაკს ხომ იცი რა მოყვება ძმა არ გახსოვს....ჯობია ცოტა თავშეკავებულობა გამოიჩინე მეტოქე დააფასე
მოკლედ ჩელსი იგებს ლიგას ინგლის ფორევერ ბავარია ჩელსია ფინალი და მაურინიო ცაკუზავს გვარდიოლას
DDDDDDDDDDDD
მუუუუუუუუუუუუუუ აბა რააა:დდდდ
არ მინდოდა ამ ეტაპზე დაჯახება რეალთან მაგრამ რას ვიზავთ,კარგია რომ პირველი თამაში გასვლაზე გვაქვს,შანსები თანაბარია,იმედია ორივე გუნდი თამაშამდე ისე მივა რომ ფეხბურთელები ტრამვის გამო არ გამოაკლდებათ,დიდი გამოცდა ელის ბაიერნს,ალბათ წლევანდელ სეზონში ყველაზე მძიმე თამაშები გველის და ეს მატჩები საზომი გამოდგება ბაიერნისთვის,იმედია წარმატებით დავძლევთ რეალის ბარიერს თუმცა ძლიერი მეტოქეა
გააგდეთ რეალი
ხო ? ძაანაც კაი პირველ თამაშშს რო რეალი მოიგებს ეჭვი არ შეგეპაროთ
მერესი მეშინია მე დე და მო ტყ ნული გუნდი ბავარია
ქალოია გეყოლებათ? DDDDDDDDDD
კი
მოკლედ რეალს აბაროტის აღების შანსი აქვს...:დ მაგრამ მე ბავარია მირჩევნია ფინალში... ჟოზე ვს პეპი გადამწყვეტი ბრძოლა იქნება:დდ
თქვენ გადით უკვე?
DDDDDDDDDD
არა, უბრალოდ დიდი სურვილი გვაქს გასვლის..:დდდ
ლიგა აწიეს უკვე
რალის ბალეშჩიკი კიარავარ ძმა...ეგ მარტო რეალს შეუძლია
გასვლაზე მაინც ქონოდა 1 თამაში რაა... იმედია დორტმუნდთან რო ითამაშეს ისე არ ითამაშებენ 2 თმაშს ბავარიასან.... ზაან შეუმცირდა შანსები რეალს
გვარდიოლა ისევ ბერნაბეუზე ნეტა რა ანგარიშით მორჩება 2:6 ??? საინტერესოა თუ 5:0 ალიანსზე ???
DD
კაი რა მაგ 5-0 ის მერე ჟოზე აწოვებდა გვარდიოლას, რატო მაგას არ ამბობთ?
გამეცინა კარგი იყო
რეალის ბალეშიკებო პანიკას არ აყვეთ
)))))))) დამშვიდდით
კაი კაცო
პანიკაში ნახევარფინალების მერე არ ჩავარდეთ
კარგი დამშვიდდი
))
ორვე კარგი წყვილი დაჯდა რეალი და ბავარია დანარჩენ ორზე რომ განაწილებულიყო მაინც ფავორიტად ესენი მიიჩნეოდნენ ამოტომ ჯობდა ამათი ეხლა შეხვედრა
პირველი რო გასვლა აქვს ბაიერნს
)) ეს რეალის შანსებს მინიმუმამდე ამცირებს
გვარდიოლა კიდევ ერტXელ იხმარს რეალს
DDDDDDD
ოღონდ ეს არა რა ააააააააააააააა ნაადრევი ფინალი ტოო
კიი ძმა
კარგი იყო რეალი-ბავარია ძალიან მაგარ თამაშს ვიხილავთ
ხო ვტკვი ხალხო ბავარია რეალი ტკვენ ხარტ მოცმე
DDDDDDDDDDD
მუ ჩვენ მადრიდელები უნდა ვიყოთ ეს პერიოდი მთელი სულით და გულით
ფინალისტიც თქვი მუუ
)))))))
გვაქვს შანსი ფინალში გასვლის?
10%
DDDDD
გავყაროთ ან გავუყაროთ
))))
მომავალს იმედის თვალით ვუყურებ
როდის არის 1/2 ფინალები?
ფინალი ჩელსი ვს ბავარიააა
რეალი შალკე
DD
რეალი დორტმუნდი
რეალი ბაიერნი
რეალი ლევერკუზენიც ყოფილიყო ბარემ ბლიიიიად
ბავარიის დროც მოვიდაა
სიმეონე ჩაუდებ ჟოზეს
კი ხოოო?

55-45 ინგლისელების სასარგებლოდ:დდ
ყველა პონტში უნდა უქნათ რაც დაბლა დამიწერე იცოდე. მთEლი გულით და სულით მადრიდელი ვარ იცოდე
აბა რომელი ავტობუსი აჯობებს სიმეონესი თუ მოუსი DDDDDDDDDDDD
რა არის წელს ლიგაზე რეალ ვერსუს ბუნდეს ლიგაა?
ორივე მადრიდულის გულშემატკივარი ვარ ამ შემთხვევაში
ოპაააა..ეს მთლად კარგი... სტემფორდზე ღრმად და ბოლომდე ვასიამოვნებთ ატლეს იმედია
დდ პსჟ უნდა გავუმეოროთ
არა რა ჩვენ უნდა გავყაროთ ყველა გერმენაელი წელს რა უბედურებაა
DDDDDDDDDDDDD