ფეხბურთი

22:39 | 24.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკის ფავორიტი “ბაიერნია”

“ბაიერნის” ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ბალაკი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტად მიუნხენურ გუნდს ასახელებს. მისი თქმით, “რეკორდმაისტერის” უპირატესობის მთავარი მიზეზი გამოცდილებაა.

“ამ მატჩში გადამწყვეტ როლს გამოცდილება ითამაშებს. “დორტმუნდის” მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს ასეთი დონის შეხვედრაში მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ასე რომ, ხვალ ისინი მათთვის უცხო სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

გამოცდილების მხრივ, “ბაიერნს” უდავო უპირატესობა აქვს. გასულ სეზონში, მიუნხენელები ფინალში დამარცხდნენ და მათ იციან, რა უნდა შეცვალონ თავიანთ თამაშში იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ.

გასულ სეზონთან შედარებით, “ბაიერნმა” თამაშს უმატა, ხოლო ფრანკ რიბერიმ ფანტასტიკური ფორმა აკრიფა. შესაძლოა, მიუნხენელები არსებობის განმავლობაში საუკეთსო ფორმაში არიან.

ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში, გადამწყვეტ როლს ბასტიან შვაინშტაიგერი და არიენ რობენი ითამაშებენ. ჩემის აზრით, ჩემპიონთა ლიგას “ბაიერნი” მოიგებს.” – ციტირებს ბალაკის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.128647