ფეხბურთი

16:08 | 7.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკი: “შესაძლოა, გერმანიამ “მატყუარა” 9 ნომრით ითამაშოს”

 

მიხაელ ბალაკმა გერმანიის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელი მდგომარეობა შეაფასა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, იოაჰიმ ლიოვმა მსოფლიოს ჩემპიონატზე “მატყუარა” 9 ნომრით ითამაშოს. ანუ, ტიპიური ცენტრფორვარდი არ დააყენოს.

“ვხედავ, რომ გერმანის ნაკრები მშვენივრადაა მომზადებული. ლიოვის გუნდი ტიტულისთვის იბრძოლებს და მჯერა, რომ მოიგებს კიდეც. ბუნდესტიმს სუსტი პოზიციები თითქმის არ აქვს, თუმცა მაინც პრობლემად რჩება მარცხენა მცველის ადგილი. იქ ფილიპ ლამი თამაშობდა, რომელმაც მარჯვნივ გადაინაცვლა. დაცვის ცენტრი საკმაოდ ძლიერია, მაგრამ იდეალური დუეტი უნდა შეირჩეს. თავდასხმაში კლოზესა და გომესის კანდიდატურებია, მაგრამ შემადგენლობას ლიოვი არჩევს. სავსებით შესაძლებელია, რომ თავდასხმაში შემტევმა ნახევარმცველმა ითამაშოს, ანუ “მატყუარა” 9 ნომერმა”.

მართლაც, ლიოვი ბოლოს სწორედ ნომინალური ცენტრფორვარდის გარეშე თამაშს ამუშავებს და ყველაზე წინ მარიო გიოტცე ჰყავს გამწესებული.

 

0.115885