ძიუდო

18:17 | 22.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ბაინდურაშვილი მსოფლიოს თასს ტრავმამ გამოაკლო

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი გიორგი ბაინდურაშვილი თბილისის მსოფლიოს თასს ტრავმის გამო გამოტოვებს. საქართველოს ნაკრების კანდიდატმა დუშეთის შეკრება ნაადრევად შეწყვიტა.
“საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავი. ძალიან მინდოდა თბილისის ტურნირზე მეჭიდავა, მაგრამ ჯვარედინი იოგები დამეჭიმა და სრული დატვირთვით ვარჯიშს ვეღარ ვახერხებ. სავარაუდოდ, ერთი კვირა დამჭირდება” – უთხრა ბაინდურაშვილმა “მსოფლიო სპორტს”.
პეკინის ოლიმპიური თამაშების წინ გიორგი ბაინდურაშვილი თავის წონაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იყო, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა შოთა ხაბარელმა ბოლო მომენტში სხვაგვარი არჩევანი გააკეთა. მას შემდეგ კი, გიორგის თავისი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენაში ხელი ხანგრძლივმა ტრავმიანობამ შეუშალა.
თბილისის საერთაშორისო ტურნირზე ჭიდაობის უფლება გიორგი ბაინდურაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლით მოიპოვა. როგორც შევიტყვეთ, ტატამს ავსტრიულ მსოფლიოს თასზე დაუბრუნდება, რომელიც ქალაქ ობერვარტში, 11-12 თებერვალს გაიმართება.

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094726